მოძებნეთ სასურველი ბინა!

find
ჩვენს შესახებ
ჩვენს საიტზე სტუმრობის მიზანი

ჩვენი ოფისი იკვლევს ჩვენს ვებ საიტზე შემომსვლელთა სტუმრობის მიზნებს, პატივცემულო მომხმარებლებო გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ოფისში ან მოგვწეროთ მასზედ რომ როცა შემობრძანდით საიტზე რა გნებავდათ, რა ვარიანტს ეძებდით,  ბუნებრივია რომ ყველაფერი რაც ოფისის კატალოგშია ის ყველაფერი ინტერნეტ საიტზე ვერ განთავსდება, ჩვენთვის აუცილებელი და საინტერესოცაა თქვენი მოთხოვნები, ასევე გთავაზობთ ასეთ მომსახურებას: თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და საიტზე განთავსებას თქვენ მიერ მოთხოვნილი ვარიანტებისა და ალბათ უფრო ადვილად შეარჩევთ რამოდენიმე ვარიანტს შორის თქვენთვის სასურველ ვარიანტს!

ჩვენს შესახებ
ვებ საიტ www.bungalo.ge-თი სარგებლობა

   ჩვენი სააგენტო ცდილობს მაქსიმალურად გაამარტივოს საიტით სარგებლობის წესები, მასში შესასვლელად და სასურველი ვარიანტის მოსაძებნად არ არის საჭირო არანაირი ათასგვარი რეგისტრაციები, ავტორიზაციები, კოდები  და პაროლები, რადგან ვთვლით რომ საიტი არის ჭეშმარიტად სახალხო და ფართო მასებისათვის განკუთვნილი და არა მხოლოდ მოქალაქეთა ვიწრო წრისათვის თავისი შორს მიმავალი აზრებით (რა საჭიროა დაფიქსირდეს მომხმარებლის სახელი და გვარი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის მოწმობის მონაცემები, ტელეფონის ნომრები და სხვა), ისე რომ შემობრძანდით ჩვენს ვებ საიტზე და სასურველი ვარიანტის შერჩევისას დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე რომელიც მითითებულია კონტაქტების გვერდზე, გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენს შესახებ
ჩვენს საიტზე ახალი ვარიანტების დამატება ან ძველი ვარიანტის ამოღება

ჩვენ ინტერნეტ საიტზე www.bungalo.ge-ზე ახალი ვარიანტები (ნებისმიერი სახის უძრავი ქონების ან ნივთის) განთავსდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში ფოტო სურათებით, რომელსაც ვიღებთ ჩვენ ან გვიგზავნით თქვენ თქვენს მიერ გადაღებულს ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (თუ ხარისხი შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და ამიტომ ჯობია წინასწარ დაგვირეკოთ და მოგცემთ კონსულტაციას როგორ გადაიღოთ აღნიშნული უძრავი ქონება ან ნივთი), ასევე გაყიდული ან არააქტიური ვარიანტის ამოღება ხდება ასევე ჩვენს მიერ, ეს ყველაფერი: ფოტო გადაღება და საიტზე განთავსება და ამოღება საიტიდან არის უფასო!  ჩვენი საკონტაქტო ტელეფონები და რეკვიზიტები განთავსებულია ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე და  გვერდზე "კონტაქტი". გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენს შესახებ
"gi ti company"-ის მიმართვა ჩვენს მოქალაქეებს თანამშრომლობის თაობაზე

ჩვენი კომპანია გთავაზობთ რეალური ფულის გამომუშავებას ჩვენთან თანამშრომლობით სახლიდან გაუსვლელად,  ასაკი განუსაზღველი, განათლება და ცენზი ნებისმიერი,  ადგილმდებრეობა მსურველისა ჩვენთან თანამშრომლობისა ნებისმიერი (ასევე  ვინც უცხოეთში იმყოფება),  რელიგიისა და ეროვნებისა,  აზრი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვაცნობიერებთ მას რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ახლობელი, ნათესავი, ნაცნობი, მეგობარი (თუნდაც ის იმყოფებოდეს უცხოეთში) და მას სურდეს ქალაქ თბილისში ან მის ახლო შემოგარენში ან იმ ადგილებში რომელიც მითითებულია საიტში ქალაქების საძიებო სიაში და რომელსაც სურს ბინის შეძენა (ყიდვა), დაქირავება ბინის–ოფისის–მაღაზიის ან ნებისმიერი სხვა უძრავი ქონების, ან დაგირავება,  ამ შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენ და საქმის შესრულების შემთხვევაში მიიღებთ ამ საქმეში ჩვენი საკომისიო თანხიდან სუფთა მოგების  10%–დან  20% პროცენტამდე, ანონიმურობა გარანტირებული!!! გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ ამ წინადადებას და დაგვიკავშირდით, იმედია ყველანი კმაყოფილი დავრჩებით!!!

ჩვენს შესახებ
ურთიერთ ხელშეკრულებები მომსახურების თაობაზე

ურთიერთ ხელშეკრულებები ჩვენს კომპანიასა და ჩვენი კომპანიის მომსახურების მთხოვნელს შორის გაფორმდება როგორც მიღებულია წერილობით ჩვენს მიერ სპეციალურად ამისთვის შედგენილ ბლანკით ასევე ელექტრონულად ელექტრო ფოსტის მეშვეობით როცა მხარეები მოუცლელობის გამო, ან მანძილის გამო (როცა მომსახურების მთხოვნელი შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში) ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას,  ეს ყველაფერი მოხდება საქართველოში მოქმედი იურიდიული ნორმებისა და კანონის შესაბამისად, ყველა ვარიანტში როდესაც ჩვენს ვებ საიტზე განთავსდება ნებისმიერი ლოტი ( გასაყიდი–გასაქირავებელი–დასაგირავებელი უძრავი ქონება, ნივთი, ბიზნესი) კომპანიის მიერ ჩაითვლება როგორც უკვე დადებული ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე როგორც ჩვენს კომპანიასა და ნებისმიერ მოქალაქესა, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის!!! 

ჩვენს შესახებ
ჩვენი კომპანიის მომსახურების ტარიფები

კომპანია ემსახურება მოქალაქეებს სტანდარტული და მიღებული საქართველოში ტარიფებით,  ძირითადად ობიექტის გაყიდული თანხის 3%  (თანხას იხდის გამყიდველი გარდა განსაკუთრებული ვარიანტებისა),  ხოლო საცხოვრებელი ბინის  გაქირავების შემთხვევაში დამქირავებელი იხდის წინასწარ 2 თვის ქირას, პირველი და ბოლო თვისას, რა თქმა უნდა ეს გადახდილი თანხები დამქირავებელს ეთვლება ორივე თვის ქირის ანგარიშში, ოფისთან სწორდება ბინის გამქირავებელი: ერთი წლით გაქირავების შემთხვევაში სააგენტოს მიაქვს ერთი თვის ქირა მთლიანად, თუ ნახევარი წლით მაშინ ერთი თვის ქირის ნახევარი, თუ დამქირავებელმა გააგრძელა 6 თვის მერე ბინაში ცხოვრება მაშინ სააგენტოს მიაქვს დანარჩენი ნახევარიც ერთი თვის ქირისა მეორე 6 თვის დასაწყისში, თუ დამქირავებელი დარჩება ბინაში 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგაც გამქირავებელსა და უძრავი ქონების სააგენტოს შორის ურთიერთობა გრძელდება ისევ იმავე პირობებით როგორც პირველი წლის შემთხვევაში. კომერციული ობიექტის ქირის შემთხვევაში მოქმედებს ნაწილობრივ იგივე ოღონდ ცოტათი განსხვავებული პირობები.

ჩვენს შესახებ
მიმდინარეობს საიტის დატვირთვა!!!!!

უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ უაღესად საინტერესო ვარიანტებს, საიტზე ყველა ვარიანტი განთავსდება მხოლოდ ფოტო სურათებით და მოკლე ტექსტით,  ჩვენ ვმუშაობთ ძირითადად ქალაქ თბილისზე და ახლო შემოგარენზე, რა თქმა უნდა თბილისში იყიდება და ქირავდება უამრავი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, რა თქმა უნდა ყველა ვარიანტს ვერ განვათავსებთ ჩვენს საიტზე და ეს დანარჩენი მასალა იქნება ოფისის კატალოგში (საინფორმაციო ბაზაში), საიტზე ძირითადად იქნება განთავსებული საინტერესო ვარიანტები (ფასით, აქტუალურობით, დიზაინით, ორიგინალურობით და სხვა), რადგან ოფისი მუშაობს ხალხისთვის ამიტომ ჩვენთვის სასარგებლო და აუცილებელიცაა თქვენი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება პატივცემულო მომხმრებლებო, რასაც მოგვაწვდით ან ფოსტით ან დაგვირეკავთ ტელეფონით, უახლოეს ხანში საიტის ამ გვერდზე დაიწერება ყველაფერი ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი და მოქალაქეების საქმიანი ურთიერთობის შესახებ, გმადლობთ ყურადღებისათვის.  ადმინისტრაცია.

ჩვენს შესახებ
გამარჯობათ, მოგესალმებათ უძრავი ქონების სააგენტო "gi ti company"

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე, არ ყოფილა პრეტენზიები მოქალაქეებისა ჩვენს მიმართ, რადგან ვემსახურებით მათ გულისხმიერად, პროფესიონალურად, სჯერათ ჩვენი, ვინაიდან უძრავი ქონების სფერო არის ერთ ერთი კაპიტალტევადი დარგი (დაკავშირებული ხანდახან სერიოზულ თანხებთან), აქედან გამომდინარე ყველა ფრთხილობს განურჩევლად უბრალო მოქალაქეებისა და დიდი ბიზნესმენებისა, ისინი მოელიან ჩვენგან ამ სფეროში კვალიფიციურ რჩევას, მსჯელობას თვითოეულ ვარიანტზე, ეს იქნება საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი თუ საწარმოო თუ საოფისე ფართი, მისი ყიდვის ან ქირაობის მიზანშეწონილობაზე, ფასზე, ასევე ვმუშაობთ მათთვის ვინც აქირავებს ან ყიდის ნებისმიერ უძრავ ქონებას, დაგვიკავშირდით–მოვალთ–ვიმსჯელებთ–შევაფასებთ!!!